logo
ENG



"სავარაუდოდ, საფანტი ტყვია ესროლეს" - თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს

27 აგვ 202101:13
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ცირკის ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალის მიმართულებით ისროლეს და დაჭრეს. როგორც დაჭრილი ქალის მეგობარი ფორმულასთან ყვება, სროლა უცნობმა პირმა მანქანიდან დაიწყო.

"გამოვისეირნე ძაღლი და იქ დავდექი გოგოებთან. ქალი გადმოდიოდა გზის მეორე მხარეს, ამ დროს გაიარა ვერცხლისფერმა ჯიპმა, რომლიდანაც ატეხეს სროლა და სესილის მიაყენეს მსუბუქი ჭრილობა. საფანტი ტყვია ისროლეს, სავარაუდოდ, რადგან ერთი გასროლა იყო და ტყვია დაიშალა და ეს "ასკოლკები" მოხვდა რამდენიმე ადგილზე, სახის, ზურგის და ფეხის არეში", - ყვება თვითმხილველი.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე ექვსი ტრანსგენდერი ქალი იყო. ახლა იქ სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.

"ბოლო დროს მოდიან, ხან ბოთლებს გვესვრიან, ხან პირდაპირ მუშტი-კრივზე გადმოდიან, ხან ხელკეტებით გადმოდიან მანქანებიდან და დაგვდევენ. ბოლო მოვლენების შემდეგ, უფრო გააქტიურდნენ. დაუსჯელობის სინდრომია", - ყვება ამანდა.


close დახურვა